ქობულეთში მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტი გრძელდება.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს ქობულეთის და დაბა ჩაქვის, ჯამში 8 მისამართზე დაიწყება.
პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის 30-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსის ეზო კეთილმოეწყო. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა სახურავები, მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს პროექტის მიმდინარეობას ქობულეთის მერთან ერთად გაეცნო.
"მოხდა სახლის სახურავების მოწესრიგება, ახალი სახურავებით გადახურვა. მოწესრიგდება ეზოები, იქნება ახალი მოედნები, გასართობი ატრაქციონები, პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია"- აცხადებს ლევან ზოიძე.
თითო ეზოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი იხარჯება.