რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

12 იანვარი 2022, 13:20 979 ნახვა

რუსეთმა  უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებში სამხედრო წვრთნები დაიწყო.  

 ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში მიმდინარე წვრთნებში  3 ათასამდე  ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში