ავლაბარში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

11 იანვარი 2022, 17:47 1344 ნახვა

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა. მერიაში განმარტეს, რომ შენობა ავარიული იყო და გამგეობას მოსახლეობა ქირით ჰყავდა გაყვანილი. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ, როგრც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობის ევაკუაცია რამდენიმე თვის წინ მოხდა, რადგან კორპუსი ავარიული იყო.

ასევე აცხადებენ, რომ მომიჯნავე კორპუსებსაც ემუქრებათ საფრთხე და ამიტომ შენობები გამაგრებას საჭიროებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი