ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

11 იანვარი 2022, 14:02 770 ნახვა

დილით იტალიის ავიანოს მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში  ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი  გარდაიცვალა.

ევროპარლამენტის განცხადებით, იტალიელი მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკოსი იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო 26 დეკემბრიდან საავადმყოფოში იმყოფებოდა.  სასოლი ევროპარლამენტის2009 წლიდან წევრია.   

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. მას უფლებამოსილება მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში