გიდასტურებთ, რომ ეს არის „ომიკრონის“ შიდა გავრცელება - ამირან გამყრელიძე

11 იანვარი 2022, 12:34 1591 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით  შეიძლება პიკში შევიდეს სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა.

მისივე განცხადებით, ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ პირობებში ჰოპიტალიზაციის მაჩვენებლი ნაკლები იქნება.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო.

"გიდასტურებთ, რომ არის შიდა გავრცელება. ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების კონტაქტის მოძიება ჯერჯერობით ხერხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი