სამთო კურორტებზე ინფიცირების შემთხვევები მომატებულია, აუცილებელია რეგულაციების დაცვა - ღიბრაძე

11 იანვარი 2022, 11:40 1349 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გაიცა რეკომენდაციები. სამთო კურორტებზე ინფიცირების შემთხვევები მომატებულია, აუცილებელია რეგულაციების დაცვა. 

''სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ. რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ სიტუაცია უფრო მეტად არ გაუარესდეს. 

ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე,  განსაკუთრებულად მომატებულია ინფიცირების შემთხვევები. მნიშვნელოვანია ვინც არის დასასვენებლად ჩასული დაიცვას რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე. ეს არის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ამასთან, გრძელდება ორასლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და „ბუსტერ“ დოზის გაკეთება'' - განაცხადა ღიბრაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი