ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით რამდენჯერმე გადადებული რეისი რამდენიმე საათის წინ შესრულდა. ქუთაისის აეროპორტში ნურ-სულთანიდან 60 მგზავრი ჩამოფრინდა. პარალელურად ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით გაფრინდა 180 მგზავრი.
"შესრულდა გეგმიური რეისი ნურ-სულთანი-ქუთაისი ჩამოფრინდა 60 მგზავრი, ქუთაისიდან გაფრინდა 180 მგზავრი, სავსე ბორტი. მოხდა გადადებული რეისების მგზაგვრების ამ რეისზე დამატება. რეგისტრაციამ მშვიდ გარემოსი ჩაიარა.
ბილეთები იყიდება ჩვეულებრივ, აღნიშნული ორი რეისის გადადების გარდა დანარჩენი რეისები გეგმიურად სრულდება. ხვალ დაგეგმილია ასტანის მიმართულებით მორიგი გეგმიური რეისი"- აცხადებს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.