სოფელ კაპრეშუმში ხანძარია

10 იანვარი 2022, 22:00 3359 ნახვა

სოფელ კაპრეშუმში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ ეკალ-ბარდი იწვის.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში