კორონავირუსის სამკურნალო ორ ტაბლეტირებულ მედიკამენტს საქართველო 2-3 კვირაში მიიღებს და მისი გამოყენება ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი

10 იანვარი 2022, 20:07 1206 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო ორ ტაბლეტირებულ მედიკამენტს "პაქსლოვიდსა" და "მოლნუპირავირს" საქართველო 2-3 კვირაში მიიღებს.

მისივე განმარტებით, პაციენტები მედიკამენტის მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.

"ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - "პაქსლოვიდი" და "მოლნუპირავირი“ ეფექტურია როგორც დელტა შტამის, ასევე „ომიკრონის“ წინააღმდეგ. ორივესთან გამზადებული აქვს საქართველოს ხელშეკრულებები და საქართველი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს. 2-3 კვირაში მივიღებთ ამ მედიკამენტს. ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, ვინც მიიღებს, ჯერ არ არის მსოფლიოში საერთოდ, ახლახანს მიიღო ნებართვა. აღნიშნული ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, რადგან გამოყენებული იქნება დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, ასევე განიხილავენ "რემდესივირის" გამოყენებას ბინაზე, თუმცა, საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

"ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა - ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი ბინაზე და ერთი მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტი "რემდესივირი“ გამოიყენება კლინიკაში, განვიხილავთ ამ მედიკამენტის ბინაზე გამოყენების შესაძლებლობასაც. ეს მედიკამენტები მსოფლიოში არსად არ გამოდის თავისუფალ გაყიდვაში, ვინაიდან ძალიან დეფიციტურია და სამთავრობო დონეზე ხდება მათი განაწილების გადაწყვეტილება. საქართველო მიიღებს ამას ცენტრალიზებულად და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინ კლინიკასა და ყველა ოჯახის ექიმს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი