"გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე ფიქსირდება"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, დადასტურებულია 1000-მდე ახალი შტამი "ომიკრონი", თუმცა მისი მიმდინარეობდა არის საკმაოდ მსუბუქი.
მისივე განცხადებით, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ
"შემცირებულია გარდაცვალებების რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება "ომიკრონის" შემთხვევები ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ამ შემთხვევების მართვას. საქართველოს აქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას ასევე შეკვეთილია "ფაიზერის" და "მერკის" წარმოების მედიკამენტები.
დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა''-განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, ეპიდვითარების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება.