“თავისუფლება მიშას და თავისუფლება ყველა პოლიტ- პატიმარს”- ამ ლოზუნგით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა. ისინი ბათუმის ნავსადგურთან შეიკრიბნენ და იქ სადაც 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია შედგა. პარტიის წევრებისა და მხარდაჭერების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ისევე როგორც აქციაზე დაკავებული პირები პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან და მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა არის უკანონო. აქციის მონაწილეებმა ნავსადგურიდან შეძახილებით და ბანერებით, მსვლელობით გადაინაცვლეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.