აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა - ეს საგანგაშო მონაცემი 2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ჩატარებული კვლევით გახდა ცნობილი.
დღეიდან კი შესაძლებელია, აჭარასა და გურიაში მცხოვრებლებმა კვლევა საცხოვრებლებში სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარონ. არასამთავრობო ორგანიზაცია Pure EARTH-Georgia- ში აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლებს , წყალს, ნიადაგს, საოჯახო ინვენტარს, საყოფაცხოვრებო და ოჯახში არსებულ სხვა ყოველდღიურ სარგებლობის ნივთებს გამოიკვლევენ. ტყვიის ოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რადგან მომატებული დოზა სხვადასხვა მძიმე დაავადების მიზეზია. ამ მხრივ, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მოზარდები არიან.