ბათუმსა და ხელვაჩაურში 50 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეწყდა სასწავლო პროცესიც. საჯარო სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან დღეს დილით მოსწავლეები დაითხოვეს. სწავლა შეწყვეტილია ბათუმში 24, ხელვაჩაურში კი 7 სკოლაში საჯარო სკოლაში. სოკარ ჯორჯიას ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ ღამის საათებში შექმნილი ავარიული მდგომარეობაა.