სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა, თვითმფრინავმა უამინდობის გამო დაჯდომა ვერ შეძლო. არსებული ინფორმაციით, ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და ტრაპზონში გაფრინდა.
მგზავრები ბათუმიდან - სტამბულის მიმართულებით გამგზავრებას, სამი საათია ელოდებიან.
სავარაუდოდ მათი გადაყვანა ავტობუსით ტრაპიზონში ან ხვალ დილით ბათუმიდან მოხდება ფრენა. ახლა ისინი ბილეთების გადაცვლას ელოდებიან.
ვიდეო: ერეკლე კუპრეიშვილი