დაძაბული ვითარება ყაზახეთში

07 იანვარი 2022, 14:57 1253 ნახვა

,,ხელისუფლება მკვლელებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს“ - ასეთია  ყაზახეთის პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც  ცოტა ხნის წინ  სამართალდამცველებსა და სამხედროებს მიმართა და  გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის განკარგულება მისცა.

საერთაშორისო თანამეგობრობა კი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, რაზეც თოყაევი აცხადებს, რომ დამნაშავეებთან ეს შეუძლებელია. 

ზუსტი რიცხვი რამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მასობრივმა არეულობამ, ყაზახეთში ჯერ არ სახელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში