საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებულია საქართველოს 6 მოქალაქე - თეა ახვლედიანი

06 იანვარი 2022, 16:33 837 ნახვა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია და უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან.

"საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია [ცხინვალის რეგიონის მიმართულებით] და უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დღესდღეობით, საქართველოს 6 მოქალაქე. მათი გატაცების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყველა წარმომადგენელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმთავითვე ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი