ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში მოქალაქე ბაჩანა მელაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მელაშვილის თქმით, მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი იმყოფება.
მისივე თქმით, მათ არ აქვთ საკვები, ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო კი სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ.
„ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. 9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტიურად „გავიჭედეთ“ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ, ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს.
ერთი სიტყვით, ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ როგორმე დაგვეხმაროთ, ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, რომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან.
მათივე ცნობით, ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.