სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე ემსხვერპლა - ალმათის პოლიცია

06 იანვარი 2022, 13:15 923 ნახვა

ყაზახეთში სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს, საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ალმათის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს.

როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი განმარტავს, აღნიშნული პირები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

გასული ღამის განმავლობაში, ალმათაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა.

სამართალდამცველი და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან, დაღუპულია რვა და დაშავებულია 317 თანამშრომელი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი