ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი - საგარეო უწყება

05 იანვარი 2022, 21:59 1289 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

"ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.

რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ, მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი