პრეზიდენტი ტოკაევი დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს

05 იანვარი 2022, 18:14 1655 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ  საპროტესტო გამოსვლების დროს დაშავდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ტოკაევმა აღნიშნა, რომ  იგი  უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობასაც შეითავსებს, რომელიც აქამდე ნურსულთან ნაზარბაევს ეკავა.  პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს დედაქალაქის დატოვებას ქალაქში დარბევებისა და პროტესტების მიუხედავად.  ტოკაევი ამბობს, რომ ხელისუფლება წესრიგისდამღრვევებს მკაცრად  დასჯის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში