ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა

05 იანვარი 2022, 18:00 3075 ნახვა

გაძვირებული მგზავრობა ბათუმში. მერიის მოწოდების მიუხედავად, მძღოლებმა თვითნებურად მაინც მიიღეს გადაწყვეტილება და მგზავრობის  ფასი 70 თეთრი  გახადეს.არადა, ამაზე  ჯერ ბათუმის საკრებულოს უნდა ემსჯელა, სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული გადაწყვეტილებაც. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვეუბნებიან, რომ შპს-ები უკვე გააფრთხილეს, შემდეგ კი დააჯარიმებენ.  ტარიფის მატებას აპროტესტებს მოსახლოება, მძღოლები კი ირწმუნებიან, რომ საწვავის და სათდარიგო ნაწილების გაძვირების გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში