4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.