ტრამპი რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშის დაბლოკვას გამოეხმაურა

04 იანვარი 2022, 18:11 895 ნახვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერს დემოკრატიის სირცხვილი უწოდა. ტრამპის  ეს განცხადება  მისმა  პრესსამსახურმა გაავრცელა. ტრამპი რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინის ტვიტერის ანგარიშის დაბლოკვას გამოეხმაურა, რომელიც კოროვირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. თავად ტრამპიც სამუდამოდ დაიბლოკა ტვიტერზე მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში 2021 წლის 6 იანვარს შეიჭრნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში