თუ ბოიკოტზე უარს ვიტყვით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის საქმის გამო - ხერხეულიძე 

04 იანვარი 2022, 17:44 882 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, მიხეილ სააკაშვილი კი აპირებს საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცეს.

"ჩვენი ბოიკოტი ამ ბოლო ეტაპზე გამოწვეული იყო ერთადერთი საკითხით - მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა, რომელიც განვითარდა გლდანის ციხეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ნაბიჯს გადავდგამთ და უარს ვიტყვით ბოიკოტზე, მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხით დაინტერესება იქნება და სხვა არაფერი. ჩვენ სხვა არაფერი გვესაქმება პარლამენტში", - თქვა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შედარებით კარგად არის.

„შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას მე იქ დამხვდა. პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. 2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი