ირაკლი აზაროვი ‘’დინამო’’ ბათუმიდან თურქულ ‘’ტრაბზონსპორში’’ გადასვლასთან ახლოს არის. - ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემა - ფანატიკის ინფორმაციით, „ტრაბზონსპორმა“ აზაროვთან კონტრაქტი შეათანხმა და ამის დასტურად სარფის საზღვარზე გადასული ქართველი მოთამაშის სურათიც გამოაქვეყნეს. მათივე ცნობით, „ტრაბზონსპორმა“ ბათუმის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელს 1 მილიონი ევრო შესთავაზა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი, სავარაუდოდ, მალე დადასტურდება“.