ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება ოჯახთან საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშვნასთან და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიბლია ალბათ დღესასწაულის.
წლების მატებასთან ერთად განსაკუთებით ემოციურია 31 დეკემბერი მოხუცებისთვის, მით უფრო მაშინ, თუ ისინი მარტო ცხოვრებენ. რთულია, როცა ხანდაზმულობას სხვა ყოფითი პრობლემები ამძიმებს. მაშინ, როცა რამდენიმე საათში ახალი წელია და ფიქრობ მხოლოდ წარსულზე, ანუ ახალ წელს ხვდები მოგონობებით.
ჩვენი სიუჟეტის გმირები დღევანდელ დღეს ძველებური შემართებით არა, მაგრამ მაინც იმედით ეგებებიან. იზო და ჯემალ გონგლაძეებს ახალი წელი ლოლა ტუმასიანმა გაუხალისა და შეეცადა ეს დღე სხვა ახალი წლებისგან განსხავებული ყოფილიყო.