ბათუმში ავიარეისების ნაწილი გაუქმდა. დღეს სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი სამი რეისი არ შესრულდა, როგორც აეროპორტში გვეუბნებიან მიზეზი უამინდობაა. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შესრულდება თურქეთის მიმართულებით ავიარეისები. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ სხვა ფრენებს თელავივისა და მოსკოვის მიმართულებით, აეროპორტში აცხადებენ რომ ისინი არ გაუქმებულა.
