გურამ ოდიშარია წიგნის პრეზენტაცია ნიდერლანდებში

14 დეკემბერი 2025, 12:12 104 ნახვა

ნიდერლანდების სამეფოში გურამ ოდიშარიას ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი წიგნების პრეზენტაცია და ლექცია-სემინარები გაიმართა. საერთაშორისო პროექტის ორგანიზატორები ნიდერლანდებში მცხოვრები ფონდ "დიასპორას სამყაროს" დამფუძნებელი ლალი ბუთბაია და მთარგმნელი არჩილ ჯავახაძე არიან. პირველი შეხვედრა ლეიდენის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელი ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესურასთან გაიმართა, სადაც რომანის "სათვალიანი ბომბის" ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაციაც მოეწყო. საგულისხმოა, რომ გურამ ოდიშარიას ნაწარმოებები 30 ენაზეა ნათარგმნი. მათ შორის 3 რომანი ნიდერლანდულ ენაზე არჩილ ჯავახაძემ თარგმნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი