სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შემოსავლების სამსახურის ინოფრმაციით, 31 დეკემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს.უწყების ინფორმაციით, წელს მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის 2 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.