მთავარი სოციალური მოვლენები 2021

30 დეკემბერი 2021, 19:33 1162 ნახვა

2020-ის მსგავსად 2021 -ის მთავარი სირთულე კოვიდ პანდემია იყო. მხოლოდ საქართველოში, კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ გართულებებს 12 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. წელს საქართველოში გაიმართა ყველაზე ხანგრძლივი აქციების სერია ჰესის აშენების წინააღმდეგ. „რიონის ხეობის მცველების“ აქციები ერთი რეგიონის ფარგლებს გასცდა. მაისში ცნობილი გახდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების შესახებ. წლის მძიმე მოვლენებს ეკუთვნის 8 ოქტომბრის ტრაგედია ბათუმში,რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი და მანამდე მომხდარი 5 ივლისის მოვლენები – ჰომოფობების აქცია, ნაცემი ჟურნალისტები, მათ შორის ჩვენი რეპორტიორი თიკო სუსარეიშვილი, სწორედ ის მოგიყვებათ ახლა, 2021 წლის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოლენებზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი