საახალწლო კონცერტი ხულოში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური გუნდების მონაწილეობით. განსაკუთრებით ემოციური იყო სცენაზე ანსამბლ ,,ბერმუხას“ გამოჩენა , რომლის წევრებიც დღეს ხულოს მერიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. ცნობილი გახდა, რომ ,,ბერმუხა“-ს საქართველოს პრეზიდენტიც დააჯილდოვებს. რაც შეეხება საახალწო ღონისძიებებს, ხულოში მთავარი საახალწლო ზეიმი 6 იანვარს იქნება.