არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში გაფორმდა. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მომავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.