2 გარდაცვლილი და 6 დაშავებული - ავარია ქობულეთში

30 დეკემბერი 2021, 11:48 1424 ნახვა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა.  არსებული ინფორმაციით,  სატვირთო ავტომანქანა მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, ხოლო ორი პირი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. არასრულწლოვნების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამი ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება, აქვთ სხვადასხვა სახის  ჭრილობები. მათგან ერთი 2 წლის გოგონა, სხეულის ზედაპირული დაზიანებებით ემერჯენსის განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში