მერია და სასამართლო მშენებლობის გასაჩერებლად

29 დეკემბერი 2021, 19:26 1810 ნახვა
00:00
00:00

გოგოლის ქუჩაზე უნებართვო მშენებლობა ისევ შეჩერებული იქნება, მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ახლა კი ჯერი აღსრულებაზეა, რომელსაც გადაწყვეტილება გაეგზავნა. მშენებლობა უნებართვოდ  რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანია 5 ათასი ლარით 39-ჯერ დააჯარიმეს. მოქალაქეები „მთავართან“ ყვებიან, რომ მათთვის უცნობია რა მიზნით აშენდა კორპუსები.   ჩვენი მცდელობის მიუხედავად, „მეტრო ტერმინალი“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი