თურქეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომელშიც 26 მიგრანტი იმყოფებოდა. ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმა მიგრანტმა ნაპირს მიაღწია და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე სანაპირო დაცვის თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 2 კატარღა და მყვინთავების ჯგუფი გაიგზავნა. სანაპირო დაცვის ძალისხმევის შედეგად 24 მიგრანტი გადაარჩინეს და ორი ცხედარი იპოვეს. ერთი დღით ადრე კი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, აიდინის პროვინციის კუშადასის ტურისტული ზონის სანაპიროსთან იპოვეს ნავი, რომელშიც 32 არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა.