აჭარის მთავრობამ ტბელ აბუსერისძის ორდენებითა და საპატიო წოდებით 9 პირი დააჯილდოვა

28 დეკემბერი 2021, 17:40 1176 ნახვა

აჭარაში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოებით და საპატიო წოდებებით 9 პირი დაჯილდოვდა.

წელს პირველად, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცდა ჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების წესი.


  • ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ცნობილი მეცნიერი, არქეოლოგი, პედაგოგი ამირან კახიძე. მის სახელს უკავშირდება არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნება.
  • ტბელ აბუსერიძის I ხარისხის ორდენი გადაეცა დინამო ბათუმის წარმატებულ მწვრთნელს გიორგი გეგუჩაძეს. ბათუმის დინამომ 2021 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
  • გარდაცვალების შემდეგ ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება ჯემალ კიკნაძე. ის იყო სამართლის სფეროში მოღვაწე ცნობილი იურისტი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე, ადვოკატი. უდიდესი წვლილი მიუძღვის სამართლებრივი პრაქტიკის დადგენსა და განვითარებაში.
  • ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დავით მურვანიძე - სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და პუბერკულოზის რეგიონული ცენტრის, კლინიკური დირექტორი, ინფექციონისტი. აჭარის რეგიონში COVID-19-ის გავრცელების დღიდან აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში.
  • ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა გურამ ფუტკარაძეს. რომელიც გახლავთ აჭარის დამსახურებულ მხატვარი, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, საპატიო ბათუმელი, მხატვართა მრავალი თაობის აღმზრდელი.
  • გარდაცვალების შემდეგ ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე.
  • ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენი გადაეცა პედაგოგ გივი ხალვაშს.
  • აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდება მიენიჭა მანანა ფაღავას და ლევან ბოლქვაძეს. მანანა ფაღავას დიდი წვლილი მიუძღვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
  • ლევან ბოლქვაძე აჭარაში ვაზის მივიწყებული ენდემური ჯიშების, გენოფონდის შენარჩუნების და მათი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი