ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ - თორნიკე რიჟვაძე

28 დეკემბერი 2021, 15:30 9986 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისათვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო.

"მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ მათ შორის კომუნალური გადასახადების ნაწილში მაქსიმალურად შევეცადოთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფების შენარჩუნებას"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომდევნო წელს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება გაზრდილი ბიუჯეტით.

მისივე განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები.

"გაზრდილი ბიუჯეტების ფარგლებში 200 000-მდე აჭარის მაცხოვრებელი ისარგებლებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით, 1400-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით, 5000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მედიკამენტების შესაძენად მიიღოს ფინანსური დახმარება"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, 12-ზე მეტი ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული საკუთრებები დაუკანონდებათ. 

აჭარის მთავრობა ქობულეთში, ხინოწმინდის კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა. 

''რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობა მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, რომ მოხდეს ქობულეთში ხინოწმინდის კომპლექსის რეაბილიტაცია. ეს პროექტი შეთანხმებულია და მომავალი წლიდან დავიწყებთ ამ ისტორიული კომპლექსის აღდგენას'' - განაცხადა რიჟვაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი