უქმე დღეებში იუსტიციის სახლები იმუშავებენ 

27 დეკემბერი 2021, 12:54 1324 ნახვა

იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.

ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ.

შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს კი მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში