2021 წლის საუკეთესო მრბოლელი ნოდო კოდუა გახდა, ხოლო საუკეთესო საერთაშორისო მიღწევად დათა ქაჯაიას შედეგი დასახელდა. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ წელი შეაჯამა. ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიებას მხოლოდ 2020-21 წლის პრიზიორები და გამარჯვებულები ესწრებოდნენ. დაჯილდოებაზე პრიზები რალი სპრინტის, დრიფტის, აღმართის დაძლევისა და კარტინგის გამარჯვებულებს გადაეცათ.