ცხოვრება შიშის ქვეშ და მდგომარეობა, რომლისგანაც გამოსავალს მოსახლეობა წლებია ეძებს. ანგისის დასახლების 21 ნომერში 57 ოჯახი წლების წინ ისე შესახლდა, რომ მერიას კორპუსი ჩაბარებული არ ჰქონდა. ინვესტორმა აღებული ვალდებულება ბოლომდე არ შეასრულა. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობა დასრულებული არ იყო, მოქალაქეები შენობაში შესახლდნენ. სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებენ იურისტები ყურადღებას, რომ პრობლემა საკანონმდებლო დონეზე რეაგირებას საჭიროებს. ირკვევა, რომ კანონი, რომელიც ამ ტიპის ობიექტებში ცხოვრებას კრძალავდა 2 წლის წინ გაუქმდა, ახლა კი კანონმდებლები ისევ მუშაოებენ აკრძალვის მომავალი წლიდან დაწესებაზე. ვიდრე გაუქმებული კანონი ისევ აღდგება, მანამდე სოფო შავაძემ გაარკვია ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში, რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები და რა პასუხი აქვთ უთხრეს მერიაში.