სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება ერევნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია და აზერბაიჯანთან ყველა მიმდინარე დისკუსია შეიძლება, ამ კუთხით განიხილებოდეს. ფაშინიანის თქმით, საინფორმაციო ქაოსის გამო, როგორც ჩანს, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის წინააღმდეგია, მაგრამ მისი განცხადებით, ეს ასე არ არის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთთან სამომავლო ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ თუ სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.