ბათუმში, ანგისის პირველ შესახვევში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

24 დეკემბერი 2021, 22:08 5281 ნახვა

ბათუმში, ანგისის პირველი შესახვევი N21 დ-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ, მათ შენობა დატოვეს.

მათივე განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. ასევე უსიამოვნო სუნია, რადგან იქვე კანალიზაციის მილი ჩაედინება. 

"57 ოჯახი ცხოვრობს. პრობლემა არის კანალიზაცია და დღეს, კიბის ამავალ უჯრედში გაჩნდა ბზარი. ველოდებით, რომ ვიღაცამ გვითხრას, რომ აქ არ არის ცხოვრება საშიში. პასუხი გვითხრეს, რომ ჩვენი ხარჯებით გამოვიძახოთ ექსპერტები და ჩვენი ხარჯებით მოვაგვაროთ პრობლემა. სახლში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ, მეშინია ცხოვრება”, - აცხადებს ხათუნა ლაზარიშვილი.

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში არ არის და სანამ არ შევა, მანამდე მერია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. კითხვაზე, შეამოწმებენ, თუ არა საცხოვრებლად რამდენად არის უსაფრთხო ამაზე გვიპასუხეს, რომ სანამ კორპუსი ექსპლუატაციაში არ შევა, მანამდე პასუხისმგებას ვერ აიღებენ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი