ფაიზერისა და მოდერნას კოვიდვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

24 დეკემბერი 2021, 18:31 1059 ნახვა

ფაიზერისა და მოდერნას ფარმაცევტული კომპანიების წარმოების კოვიდვაქცინების ორი დოზა , მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ "ომიკრონის" წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკელი მეცნიერების კვლევაში.  კვლევის მიხედვით, მეორე დოზის შემდეგ ანტისხეულების მანეიტრალებელი აქტივობა "ომიკრონთან" კონტაქტისას, სხვა შტამებთან შედარებით, 30-ჯერ მცირდება. თუმცა ე.წ. ბუსტერული დოზის შემდეგ  მაჩვენებლები მხოლოდ 14-ჯერ შემცირდა. უფრო მეტიც, მესამე დოზა მონაწილეთა 90%-ზე მეტს "ომიკრონისგან" იცავდა. მეცნიერების განცხადებით, ეს მონაცემები "ომიკრონისგან" დაცვის უზრუნველსაყოფად რევაქცინაციის აუცილებლობას ადასტურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი