სროლა ჩიკაგოში

24 დეკემბერი 2021, 18:27 695 ნახვა

4 ადამიანი დაშავდა ჩიკაგოს ერთ-ერთ  სავაჭრო ცენტრში სროლისას. შემთხვევა გარეუბან ოუკ-ბრუკში  ნაშუადღევს მოხდა. პოლიციის განცხადებით,  სავაჭრო ცენტრის ფოიეში   ორმა ნაცნობმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულთა შორის სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანია. მეორე- სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ჯეიმს კრიუგერმა მომხდარს  ძალიან ტრაგიკული ინციდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის მოტივი უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში