აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელიზაბეტ ტრასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილა. “ენტონი ბლინკენი და ელიზაბეტ ტრასი მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ, რათა კრემლს დაუწესდეს შედეგები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოიყენებს,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.