დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები აჭარის მაღალმთიანეთში - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადმინსტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, თუმცა საუბნო გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. აღსაზრდელები ბაღებში არ გამოცხადნენ, სკოლებში სწავლა კი გუშინვე ონლაინ ფორმატზე გადავიდა. ლენა მამულაძე მოგვიყვება რა ხდება ხულოში, შუახევსა და ქედაში.