ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმი გაიმართა. განათლების მინისტრმა წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: „ეფექტიანი პროექტების მქონე საბჭო“, „საუკეთესო თანამშრომლობის პრაქტიკის მქონე საბჭო“, "კრეატიულობა“ - და წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გახდა, ეს სტატუსი ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭომ მოიპოვა.
ფორუმში 28 მუნიციპალიტეტიდან 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
