ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 5 პაციენტი მკურნალობს 

23 დეკემბერი 2021, 14:44 958 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 42 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

თამარ ბახტაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში მოზარდთა ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა მიმართვიანობა დაბალია. 

"'ბოლო პერიოდში ტენდენციამ იმატა და ყოველდღიურად გვყავს 40-45 პაციენტი. ანუ შემოსვლა და გაწერა პრაქტიკულად ერთნაირია. ახალშობილთა რეანიმაციაში არიან 28 დღემდე ასაკის, ხოლო მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციაში 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ახლაც ველოდებით ხულოდან 2 თვის ჩვილს, მძიმე სუნთქვის უკმარისობით, რომელსაც დადასტურებული აქვს კოვიდი.  ჩვენთან ხორციელდება როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილ ბავშვთა ვაქცინაცია. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა ასაკში არ არის მომართვიანობა და ვისურვებდით, რომ ის გაიზარდოს"- განაცხადა თამარ ბახტაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ''ომიკრონის'' შტამით ინფიცირების შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა. ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე არც საეჭვო შემთხვევებზე კვლევა არ მიმდინარეობს.

"თუ "ომიკრონის" გავრცელება ინტენსიური გახდა, ჩვენც ველოდებით გაზრდილ მიმართვიანობას, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ის არ მიდის მძიმედ. ძირითადად არის მცირე ასაკის ბავშვებში. ჯერჯერობით ჩვენს კლინიკაში "ომიკრონი" არ დადასტურებულა, თუმცა გავრცელება თუ მეტი იქნა ქვეყნის მასშტაბით ველოდებით, რომ დატვირთვა უფრო მაღალი იქნება ვიდრე ახლა არის"- განაცხადა თამარა ბახტაძემ.

დღეს აჭარაში კოვიდის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი