მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მიზეზის ერთ-ერთ საქმეზე კი დღეს მორიგი სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. საუბარია 7 ნოემბრის მოვლენებზე. კერძოდ, ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტი პროცესს ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.