"ისევ მოგვატყუეს"- ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მართავენ

22 დეკემბერი 2021, 20:03 1252 ნახვა

"ისევ მოგვატყუეს" - ამ სლოგანით ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ დღეს კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას და სექტორის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებენ. 

საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლებს განცხადებით, ამ ეტაპზე დაანონსებული ყველა ივენთი ჩატარდება, რადგან მათ ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, რომლითაც ივენთები დაიწყეს. 

კლუბის დალუქვის შემთხვევაში კი მწვავე პროტესტს მიმართავენ.

დღეს, 22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიზეზად კი კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამის გავრცელება დაასახელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი